EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/10/2024 15:10:56
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3752/?year=2013&month=12
 
 უკან

გერმანიის პარლამენტის წევრი გორისა და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებს ეწვია

04.04.2013
2 აპრილს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორისა და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებს ეწვია. პარლამენტის წევრ ფონ კრამონს თან ახლდა თბილისში გერმანიის საელჩოს ეკონომიკური განყოფილებისა  და იურიდიული და საკონსულო საქმეთა განყოფილების  უფროსი დოქტორი გვიდო მიუნტელი.

ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიისა და საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში საქართველოს მეხუთედ ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იგი ქართველ პარლამენტარებს, ოფიციალურ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. იგი ასევე ეწვია აფხაზეთს, სადაც აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდა. როგორც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების თავისი საპარლამენტო ჯგუფის სპიკერი, იგი განსაკუთრებით დაინტერესებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით და მისიაში ადრეც იყო ნამყოფი.

პარლამენტის წევრი ფონ კრამონი გორისა და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებს ეწვია. გორის რეგიონალურ ოფისში დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ და მათ  ასევე ისარგებლეს შესაძლებლობით და გერმანიის მთავრობის  მიერ წარგზავნილ მისიის თანამშრომლებს შეხვდნენ.

პარლამენტის წევრი ფონ კრამონი, რომელიც მდგრადი და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის ექსპერტია, განსაკუთრებული დაინტერესება ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებულ სარწყავ სისტემებთან დაკავშირებით გამოხატა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის მხარეები საერთო მიდგომას მონახავენ გადაუწყვეტელი საკითხების მოსაგვარების მიზნით დაზარალებული მოსახლეობის საკეთილდღეოდ.