EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 05:11:53
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3757/?page=2&year=2013
 
 უკან

მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უწყვეტი მხარდაჭერა აღუქვა

09.04.2013
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი  და პრემიერ მინისტრის მოადგილე მიროსლავ ლაიჩაკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 9 აპრილს  ეწვია.

მან მაღალი შეფასება მისცა მისიის დაუღალავ შრომას, აღნიშნა მისიის ამოცანების სირთულე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უწყვეტი მხარდაჭერა აღუქვა დისკუსიებში, რომელიც ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ტარდება.

"სლოვაკეთის რესპუბლიკა განაგრძობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მისი ამჟამინდელი მოცულობით არსებობის მხარდაჭერას," განაცხადა მინისტრმა ლაიჩაკმა."ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მისიაში თანამშრომლების გამოგზავნას."

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ანდჟეი ტიშკევიჩმა მინისტრ ლაიჩაკს მადლობა გადაუხადა მისიის მიმართ მისი პირადი მხარდაჭერის გამოხატვისთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციიდან, ასევე მის ყოფილ თანამდებობაზე, როდესაც იგი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და  დასავლეთ ბალკანეთის მიმართულების მმართველი დირექტორი იყო.

ელჩმა ტიშკევიჩმა ასევე ისარგებლა შემთხვევით და მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკას მისი მხარდაჭერისთვის, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე თანამშრომლების თვალსაზრისით.

მინისტრი ლაიჩაკი, რომელსაც თან ახლდა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოსა და თურქეთში მილან ზახარი და ასევე მისი სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სლოვაკეთის კონტინგენტს და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა. შემდეგ სლოვაკეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია და ადმინისტრაციულ საზღვრებთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიური მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღო.