EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 20:04:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3780/?year=2013&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გუგუთიანთკარში მომხდარი შემთხვევის მოგვარებას უწყობს ხელს

15.04.2013
13 აპრილს გუგუთიანთკარში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, სადაც მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უცნობი პირები კერძო საკუთრებაში მყოფ ბაღს აზიანებდნენ, სატელეფონო ცხელი ხაზი ამოქმედდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილზე გაგზავნა სადამკვირვებლო ჯგუფი და ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის დიალოგს შეუწყო ხელი. ამის შედეგად, ვენახიდან წაღებული კერძო საკუთრებაში მყოფი ნივთები მფლობელს დაუბრუნდა. მისია ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ მოვლენათა განვითარებას აკვირდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 16 აპრილს გასამართ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმერების უსაფრთხოებისთვის ზომების მიღება იქნება. ეს ის საკითხია, რომელზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.