EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
18/04/2024 22:04:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3810/?year=2013&month=12
 
 უკან

გერმანიის პოლიციის წარმომადგენლები მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ

25.04.2013
21 და 22 აპრილს ნორდრჰეინ-ვესტფალენის პოლიციის აკადემიის 20 წარმომადგენლისგან შემდგარი დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მათ თან ახლდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანიის საპოლიციო კონტინგენტის მეთაური იოაჰიმ რიგერი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ დელეგაციას გააცნო ინფორმაცია ოფისის სტრუქტურის და ასევე მისი პასუხისმგებლობის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ. რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფების ხელმძღვანელებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია გადაადგილების თავისუფლების საკითხებისა და ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების საერთო მდგომარეობის შესახებ. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პატრულირებაში ოძისის გამშვებ პუნქტთან და მოინახულა იძულებით გადაადგილებულ პირთა ორი დასახლება წეროვანში და წილკანში, სადაც დელეგაციის წევრები  ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.