EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/11/2026 00:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3849/?page=7&year=2013
 
 უკან

ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

17.05.2013

15 მაისს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია .  მისიის სათავო ოფისში თბილისში ვიზიტის შემდეგ დელეგაცია მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელთა ჯგუფთან ერთად ოძისის საგუშაგოსთან პატრულირებაზე გაემგზავრა .

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განყოფილების წარმომადგენელი   ფილიპ ვანდენ ბალკე და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უშიშროების პოლიტიკის განყოფილების უფროსი პოლ ფარსტი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ღობეების აღმართვისა და ბოლოდროინდელი დაკავებების შემთხვევებით .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საოპერაციო განყოფილების უფროსმა კლაივ ტროტმა განაცხადა , რომ მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საშუალებით ხელს უწყობს " ადგილობრივ საკითხებზე   ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებას " და განმარტა , რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადამიანს არ აქვს საშუალება არც ნათესავები მოინახულოს და არც საკუთარ მიწაზე იმუშაოს .

იგი მიესალმა ბელგიის დელეგაციის ვიზიტს და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მისიის მხარდაჭერას .

მცხეთაში რეგიონალური ოფისის უფროსმა მეტ უოტლიმ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის ისტორიის , მანდატისა და სტრუქტურის შესახებ. მან ისარგებლა შემთხვევით და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მისიაში თანამშრომელთა გამოგზავნისთვის .

მოგვიანებით ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ეწვივნენ . ისინი ასევე შეხვდნენ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზისის საკითხებში .