EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 22:11:01
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3858/?month=12&year=2013
 
 უკან

"ფლავს ჰყავს თავისი ვარსკვლავები“

27.05.2013
23 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის პატრულირებაზე მყოფი ჯგუფი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ფლავს  ეწვია.

რამდენიმე კვირით ადრე, ევროპის დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს უნდა დაეხატათ ნახატები, დაეწერათ ლექსები ან გამოეყენათ სხვა მხატვრული საშუალებები იმისათვის, რომ გადმოეცათ ევროკავშირის დევიზი -  "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია".


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა ენ ვესენმა ბავშვებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა, გააცნო ევროკავშირის მთავარი ღირებულებები და განუმარტა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და პატრულირებასთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმიანობა. 

როგორც აქამდე ჩატარებულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, გორის უნარშეზღუდულთა კლუბმა მშვიდობისა და ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ცეკვები და სიმღერები წარმოადგინა. წაიკითხეს ლექსები მხატვრულად და მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს.


"ამ ერთობლივმა წარმოდგენებმა მრავალფეროვნების ძალას ხაზი გაუსვა", განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მადლობას უხდიდა თბილი მიღებისთვის და მხატვრული წარმოდგენების მომზადებისას გაწეული ძალისხმევისთვის.

ღონისძიების დასასრულს ხატვის კონკურსში სამ გამარჯვებულს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯილდოები გადაეცა. "ფლავს ჰყავს თავისი ვარსკვლავები", განაცხადა მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელმა მაიკლ ვინდინგმა, რომელსაც ცნობილი სატელევიზიო პროგრამა „ჯეოსტარი“ ჰქონდა მხედველობაში.

მსგავსი ღონისძიება 30 მაისს სოფელ ყელქცეულშიც გაიმართება, სადაც მისიის დამკვირვებლებთან ერთად ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის მობილური საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებიც მიიღებენ მონაწილეობას.