EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/04/2024 18:04:03
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3903/?year=2013&month=12
 
 უკან

გერმანიის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

22.06.2013
20-21 ივნისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრის, ფედერალური პოლიციისა და პოლიციის აკადემიის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია.

 დელეგაციას მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა თბილისის სათავო ოფისში უმასპინძლა. სტუმრებმა მისიის მანდატის, საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მცხეთის რეგიონალურ ოფისში ვიზიტისას, სტუმრებს რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის ზონა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა გააცნეს, მათ შორის საუბარი იყო გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. შემდეგ, გერმანიის დელეგაციამ ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც არსებულ სიტუაციას უშუალოდ დააკვირდა.