EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/10/2020 02:10:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3960/?year=2013&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება განაღმვითი საქმიანობის აუცილებლობის შესახებ კვლევის დაწყებას

16.08.2013

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის  სამხრეთით  არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ კვლევის დაწყებას,  რათა შეაფასოს შესაძლო განაღმვითი საქმიანობის საჭიროება.

სამუშაოების დაწყების თაობაზე მონაწილეები ინფორმირებული   იყვნენ ბოლო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე, რომელიც   30 ივლისს, ერგნეთში გაიმართა. რადგანაც კვლევა დაიწყო გასულ კვირას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გამოიყენა ცხელი ხაზი, რათა მონაწილეთათვის გადაეცა ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის ზუსტი ადგილების  შესახებ, მუშაობის მშვიდი  პროცესის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ხაზის სიახლოვეს