EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 09:04:03
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4008/?year=2013&month=12
 
 უკან

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჟურნალისტიკის მასტერკლასს მასპინძლობს

27.09.2013
დღეს ინიციატივა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - 2013“ ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჟურნალისტიკის მასტერკლასს მასპინძლობს.

საქართველოს დაახლოებით 30 ჟურნალისტმა  მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.

პრიზის შესახებ რამდენიმე გამოსვლის შემდეგ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ჟურნალისტიკაში სპეციალური პრიზის შესახებ, ორგანიზატორებმა სიტყვა ჟურნალისტიკის სამ პროფესორს გადასცეს.

დილით, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა დოქტორმა პაოლო მაგანიოტიმ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ურთიერთკავშირზე ისაუბრა და ახალი მედიის როლს ხაზი გაუსვა.

დღის მეორე ნახევარში, მონაწილეები მიიღებენ უფრო მეტ ინფორმაციას ევროკავშირის კორესპონდენტების მუშაობის შესახებ ბრიუსელში იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ანსას“ წარმომადგენელ კიარა სპენის პრეზენტაციიდან.

მასტერკლასი დასრულდება მედიისა და კომუნიკაციის ბულგარელი ექსპერტის  პეტკო გეორგიევის გამოსვლით გარდამავალ პერიოდებში ჟურნალისტად მუშაობისას შეძენილი გამოცდილების შესახებ.

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 4 ნოემბერი.