EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
01/11/2024 04:11:16
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4150/?page=6&year=2013
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადაეცა ოლესია ვართანიანს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებიდან

16.12.2013

2013 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) „ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს  საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ქალბატონმა მანანა კობახიძემ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა ტოივო კლაარმა, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ ბატონმა ბორის იაროშევიჩმა,  კონკურსის ჟიურის წევრებმა ბატონმა ზვიად ქორიძემ და ქალბატონმა  თამარ რუხაძემ.

წელს პირველად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) დ ააწესა სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადაეცა ოლესია ვართანიანს სტატიისთვის, „ იმედი  აძლებინებს  ნათესავებს“ ( რადიო  თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება).

“არა აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად თავდაუზოგავად ცდილობენ  ისეთი ორგანიზაციები , როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია , ხელი   შეუწყონ ნდობის აღდგენას და რა თანხები არის გამოყოფილი პროექტების დასაფინანსებლად . მდგრადი შედეგის მიიღწევა ვერ მოხერხდება , თუ ჟურნალისტები არ შეასრულებენ თავის როლს , როგორც მიუკერძოებელი , ობიექტური დამკვირვებლები , ვინც საზოგადოებას არსებული სიტუაციის ყველა თვალსაზრისით ამსახველ ობიექტურ , ამომწურავ ანგარ იშს მიაწოდებენ“, -  განაცხადა - მა კლაარმა გამარჯვებულის გამოცხადებისას.

ქალბატონი ვართანიანი დაჯილდოვდა სპეციალური სტიპენდიით, რაც მას  საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ,, კავკასიის პროგრამაში“. ტრენინგი გაიმართება ქალაქ ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)  სათავო ოფისში

“ეს პრიზი ასევე  გადაეცემა რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების ჩემს  ყველა   კოლეგას”,  - აღნიშნა  ქალბატონმა ვართანიანმა, რომელმაც დაამატა, რომ იგი თბილისში ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდა და გაუკვირდა, რომ გამარჯვებული გახდა.

სხვა კატეგორიებში გამარჯვებული ჟურნალისტები არიან:

1. „საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში“ გამარჯვებულია მარიამ ოთარაშვილი, სტატიით „ომის შემდეგ პირველი რეპორტაჟი ცხინვალიდან“(რეზონანსი);

2. ნომინაციაში „საუკეთესო ტელე და რადიო რეპორტაჟი“ დაჯილდოვდა გიორგი მგელაძე  „აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში“ (სტუდია მონიტორი);

3. გიორგი კიკონიშვილი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო ვებგვერდი/ ბლოგი/ სოციალური ქსელის პროფილი“ ბლოგით ადამიანი, შე ჩემა"(ლიბერალი);

4. ყველაზე ინფორმატიული ონლაინ გაზეთი ან საინფორმაციო სააგენტოს კატეგორიაში ნეტგაზეთი დაჯილდოვდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის შესახებ ეწვიეთ ვებ - გვერდს: http://www.euprizejournalism.ge/