EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/04/2024 21:04:34
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4264/?year=2014&month=12
 
 უკან

ამერიკის სენატის დელეგაცია მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

27.01.2014
„კმაყოფილი ვართ თქვენს რეგიონალურ ოფისში სტუმრობით. ასევე, მეტად საინტერესო იყო თქვენთან ერთად ოძისში მგზავრობა," - განაცხადა ამერიკის დელეგაციამ 22 იანვარს მცხეთის რეგიონალურ ოფისში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოში აშშ-ს საელჩოს სამი თანამშრომლისა და ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორი მრჩეველისგან შედგებოდა. 

მცხეთის ოფისის ხელმზღვენელმა დელეგაციას რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მოცემულ თემაზე მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. დისკუსია გაგრძელდა ოძისისა და ახალგორის გზაზე, სადაც რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების საგუშაგოა განლაგებული. მოცემული ვიზიტი ამერიკის სენატორთა დელეგაციის რეგიონალური ტურნეს ფარგლებში შედგა. სტუმრები აშშ-ში დაბრუნებამდე აზერბაიჯანს ეწვევიან.