EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 00:04:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4354/?year=2014&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

28.03.2014
28 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი  საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რეგიონზე მათი შესაძლო გავლენის შესახებ გაცვალეს მოსაზრებები. საუბრისას ძირითადი ყურადღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე გამახვილდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოში და განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სტაბილურობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილი დადებითად შეაფასა. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ დაბრკოლებების აღმართვის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ბატონი კლაარი  პრეზიდენტს დაეთანხმა, რომ ღობეები არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას და აღნიშნა მათი უარყოფითი გავლენა ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. ბატონმა კლაარმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის აქტიური პოლიტიკის მნიშვნელობას, პრეზიდენტის საინაუგურაციო გამოსვლაში გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად.