EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
19/04/2024 17:04:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4653/?year=2014&month=12
 
 უკან

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვიენ

25.07.2014
2014 წლის 25 ივლისს მედეა ტურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის უფროსი მრჩეველი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალურ წარმომადგენლებთან ერთად  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისს ეწვია.

სტუმრები რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს გაბრიელ ფონ ჰორნს შეხვდნენ და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ტოივო კლაარს ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თბილისში შეხვდა. სახალხო დამცველმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი დაკავების შემთხვევები, ადგილობრივი მოსახლეობის ადამიანის უფლებების მდგომარეობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მიმოიხილეს. სახალხო დამცველმა მისიის  წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ამ მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრების განახლების მნიშვნელობას.