EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 04:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4979/?page=7&year=2014
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოხარული იქნება ქალების უფრო აქტიური ჩართულობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე

20.11.2014
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა და მისიის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში სტეისი ზიბელმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, სადაც ინციდენტების პრევენციისა  და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით გაცვალეს ინფორმაცია.

მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ინციდენტების პრევენციისა  და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების როლს გაუსვა ხაზი, როგორც  მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების პრობლემების პრაგმატულად გადაჭრის მექანიზმს.

შეხვედრამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამოეხატათ თავიანთი წუხილი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და გოგონებზე გაკეთდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოხარული იქნება ქალების უფრო აქტიური ჩართულობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის მისიის თანამშრომლების.