EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 02:11:28
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4991/?month=12&year=2014
 
 უკან

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

04.12.2014
2-4 დეკემბერს მისიამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის - სომხეთის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენელ 22 თანამდებობის პირს უმასპინძლა.

ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS), პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ფოლკე ბერნადოტეს აკადემიის მიერ და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცებას.

დამატებით მიზანს რეგიონებში ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიების სპეციფიკის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ხელს შეუწყობს მეტად იყვნენ მომზადებულნი ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში პერსონალის გაგზავნისთვის.
 
ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის კონცეფციის გასაცნობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია.

მომდევნო დღეს, დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს სტუმრობდა, სადაც დელეგაციის წევრებმა მისიის პატრულირებისა და სადამკვირვებლო საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

დამკვირვებლები დელეგაციის წევრებს თავიანთი ყოველდღიური გამოცდილების შესახებ ესაუბრნენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა, ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. იგი საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირთან დაახლოვებით და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებით, იმოქმედონ ამ მიმართულებით. იგი ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუძემდებლური ღირებულებების - დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, საბაზრო ეკონომიკის, მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის გაზიარების პრინციპს.