EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/09/2020 11:09:59
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/4992/?year=2014&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სტუდენტებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის როლზე ესაუბრა

27.11.2014
26 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სტუდენტებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის შესახებ ესაუბრნენ. ღონისძიება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) პროექტის "ეუთოს ახალგაზრდული ქსელის" ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თანათავმჯდომარეობენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რაიან გრისტმა მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების  პრაგმატული გადაწყვეტისთვის.

აქტიური დისკუსია საქართველოში კონფლიქტის მოგვარებასა და კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს შეეხო. სტუდენტებმა ასევე დიდი ინტერესი გამოიჩინეს კონფლიქტების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული პირადი გამოცდილება გაუზიარა.