EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 04:11:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5003/?month=12&year=2014
 
 უკან

სამხრეთ კავკასიიდან ახალგაზრდა ჟურნალისტების მონაწილეობით ლონდონში სემინარი იმართება

12.12.2014
12-დან 14 დეკემბრის ჩათვლით „გოუ ჯგუფი“ (Go Group Media) მასპინძლობს ტრანსსასაზღვრო სემინარს ლონდონში, სადაც სამხრეთ კავკასიიდან ახალგაზრდა ჟურნალისტები იკრიბებიან.

ათი ჟურნალისტი სხვადასხვა რეგიონიდან (მათ შორის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან) შეირჩა სემინარში მონაწილეობის მისაღებად. სემინარი „გოუ ჯგუფის“ კავკასიის ავტორთა კურსის (CAC სკოლა) ნაწილია და სემინარს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფინანსებს.

„ეს სამდღიანი სემინარი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას კონფლიქტის გაშუქებისადმი სენსიტიურ მიდგომასთან დაკავშირებით და ამასთანავე ხელს უწყობს ჟურნალისტთა მდგრადი ტრანსსასაზღვრო ქსელის შექმნას," განმარტავს ენ ვესენი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეს-სპიკერი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი. "ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სემინარის ჩატარებით გავაფართოვებთ ჟურნალისტების შესაძლებლობებს შეამცირონ არსებული დაძაბულობა და დააახლოვონ განცალკევებული საზოგადოებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვიწვევთ ჟურნალისტებს უფრო ფართო პერსპექტივაში შეხედონ კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს".

„სემინარი „გოუ ჯგუფის“ იმ ხანგრძლივი ძალისხმევის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს აღზარდოს ჟურნალისტებისა და რედაქტორების ახალი ელიტა," ამბობს მარგარიტა ახვლედიანი, „გოუ ჯგუფის“ ხელმძღვანელი და სემინარის ერთ-ერთი  ტრენერი. "ჩვენ შერჩეულ მონაწილეებს განვიხილავთ იმ ჟურნალისტებად, რომლებიც რამდენიმე წლიწადში სამხრეთ კავკასიის მედიის შინაარსს  ჩამოყალიბებენ და რეგიონში კონფლიქტების მომავალი დიდად იქნება დამოკიდებული მათი როგორც ჟურნალისტების არჩევანზე."

სემინარის სასწავლო მიზანია:

აამაღლოს ჟურნალისტების ცნობიერება და უნარები სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებს ანალიზის სფეროში;

გააუმჯობესოს მათი შესაძლებლობები, რათა აკეთონ ფაქტებზე დაყრდნობილი და ობიექტურად მიუკერძოებელი რეპორტაჟები, რომლებიც არათუ აღრმავებს კონფლიქტს,  არამედ ხელს უწყობს მშვიდობას;

დაეხმაროს ჟურნალისტებს გაიგონ ევროკავშირის პოლიტიკა რეგიონში და გააკეთონ რეპორტაჟები;

გააცნოს ჟურნალისტებს ინფორმაცია ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზისა და მშვიდობის ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის შესახებ;

ხელი შეუწყოს ჟურნალისტთა მდგრადი ტრანსსასაზღვრო ქსელის ჩამოყალიბებას, რომლის საშუალებითაც მოხდება ინფორმაციის, მასალების (ფოტო, ვიდეო, ხმოვანი ჩანაწერები, განცხადებები) და კერძო ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლა.

„გოუ ჯგუფის“ კავკასიის ავტორთა კურსი არის მედია განათლების გაძლიერების პროგრამა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიის რეგიონებიდან; იგი აცნობს ჟურნალისტებს ძირითად თეორიულ ცნებებს და გამოყენებითი კვლევების უნარებს კონფლიქტის მოგვარების სფეროში და აძლევს პრაქტიკულ ცოდნას დოკუმენტური ფილმების გადაღების, ფოტოგრაფიისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით.

დღემდე, კავკასიის ავტორთა კურსმა სტუდენტების ორ ჯგუფს უმასპინძლა (2012 და 2013 წლებში) და ამჟამად მედიის სფეროში მომუშავე ახალგაზრდების ახალ, მესამე, ჯგუფთან მუშაობს.

დამატებითი ინფორმაცია „გოუ ჯგუფისა“ და კავკასიის ავტორთა კურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.gogroupmedia.net.

დამატებითი ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.eumm.eu

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:

მაკა ცნობილაძე, აღმასრულებელი მენეჯერი

გოუ ჯგუფი

+995 599 576 265 maka.tsnobiladze@gogroupmedia.net

ენ ვესენი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პრეს-სპიკერი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელი

+995 591 227 016  ann.vaessen@eumm.eu