EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
16/04/2024 10:04:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5006/?year=2014&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრისადმი მიძღვნილ რაგბის მატჩში მონაწილეობს

12.12.2014
ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. მისი აღკვეთა შესაძლებელია და აუცილებელია. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა მიერ ორგანიზებულ რაგბის მატჩში, რომელიც  ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრას მიეძღვნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამმა მოხალისემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან და ვეტერანებთან ერთად საინტერესო მატჩი გამართა. ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო მოძრაობისადმი თავიანთი სოლიდარობის გამოსახატად მოთამაშეებს გაეროს „HeForShe“ მაისურები ეცვათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი უილიამ ბოიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა.