EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
02/06/2024 13:06:13
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5007/?page=6&year=2014
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ სასაუბროდ წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლას ეწვივნენ

09.12.2014
8 დეკემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლას ეწვივნენ, სადაც ასამდე მოსწავლეს მიაწოდეს ინფორმაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თეთრი ლენტის კამპანიის შესახებ. მოსწავლეებს ასევე ესაუბრა მისიის დამკვირვებელი ნიდერლანდებიდან, რომელმაც მოსწავლეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება, როგორც ჰოლანდიის პოლიციის ოფიცერმა, რომელსაც სხვადასხვა სახის ძალადობის საკითხზე უმუშავია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ წეროვანის სკოლის მოსწავლეები კარგად მომზადებულები იყვნენ, იცოდნენ სხვადასხვა სახის ძალადობის შესახებ და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის მხარდასაჭერად ყველა დათანხმდა თეთრი ლენტის ტარებას. ბავშვებმა ასევე მცირე წარმოდგენების, ფილმის და მუსიკის ცოცხალი შესრულების  მეშვეობით ასახეს ძალადობის ფენომენი.  

შეხვედრა პოზიტიური იყო, როგორც მოსწავლეების ასევე მონაწილე მისიის დამკვირვებლებისათვის.