ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

12.03.2015
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ზუგდიდის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია მერკურის მიერ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოწყობილ „ზუგდიდის რბენაში“  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გულშემატკივრები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და თითქმის სამ კილომეტრიან რბენაში პარკის გარშემო დაახლოებით ორმოცმა მორბენალმა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად სამეგრელოში სამოქალაქო საზოგადოების მიერ კვირის განმავლობაში ორგანიზებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი სწორედ ასოციაცია მერკურის მიერ მოწყობილი "ზუგდიდის რბენა" იყო. ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა გადაწყვიტა ხელი შეეწყო ამ ღონისძიებისთვის ქალთა საერთაშორისო დღის წლევანდელი თემის შესაბამისად, რომლის სახელოწოდებაა „შეძელი ეს". ღონისძიება ზუგდიდში ჩატარებული ქალთა პირველი რბენა იყო, რომელშიც განსხვავებული ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ. ზუგდიდის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა თითოეულ მორბენალს მიაწოდეს ნომრიანი ნიშანი, ღონისძიებისთვის მოამზადეს ბუკლეტები და პოსტერები და ასევე მედლები პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებულისათვის.

ზუგდიდის ოფისიდან სამმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში და ნაცვლად საპრიზო სამეულში მოხვედრისა, მათ ერთობლივი მეოთხე ადგილი დაიკავეს. დასვენების დღეზე შეკრებილი მისიის თანამშრომლები ღონისძიებას დაესწრნენ რათა ეგულშემატკივრათ კოლეგებისათვის და ღონისძიებისადმი მხარდაჭერა გამოეხატათ, რამაც ორგანიზატორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. გულშემატკივრებს საინფორმაციო ბუკლეტები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  დროშები დაურიგდათ. ღონისძიებას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები აშუქებდნენ, რის შემდეგაც დღე  ადგილობრივი მომღერლების კონცერტით წარმატებით და შთამბეჭდავად დასრულდა.





Follow us on social media