EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
16/07/2024 20:07:18
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5200/?page=2&year=2015
 
 უკან

სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების ოპერაციების უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

16.06.2015
2015 წლის 16 ივნისს ევროკავშირის სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების (CPCC) ოპერაციების უფროსი მერსედეს გარსია-პერესი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის, შსს-ში დაგეგმილი რეფორმის და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სამოქალაქო მისიებში საქართველოს მონაწილეობის საკითხები.




(მარცხნიდან მარჯვნივ) ბ-ნი კახა ქემოკლიძე (შსს),ბ-ნი ლევან იზორია, ქ-ნი მერსედეს გარსია-პერესი,
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი და ქ-ნი ალინა ბელსკაია (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია).