EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:43
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5829/?page=1&year=2017
 
 უკან

ჩვენ ასევე ადამიანის უფლებებს ვაკვირდებით

27.04.2017

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ევროკავშირის ერთადერთი მისიაა , რომელიც სპეციალურად დაკვირვებაზეა მიმართული .

დიდი ძალისხმევაა საჭირო თვითგამოცხადებული რეგიონებისა და თბილისის მიერ  ადმინისტრირებული ტერიტორიების გამყოფი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე დასაკვირვებლად ; მაგრამ მისია ასევე კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აკვირდება   და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიშებს წარადგენს .

გარკვეულწილად , ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება მთელი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების მსგავსია .  მიუხედავად  ამისა , კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის სიღარიბემ , უმუშევრობამ , დეპოპულაციამ , ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომობამ გააუარესა მათი მდგომარეობა ადამიანის უფლებებით სარგებლობისთვის მეტი დაბრკოლებების გამოწვევით .

კერძოდ , ეს ეხება იმ ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს , რომლებიც ცხოვრობენ დასახლებებში და ეთნიკურად ქართველებს გალიდან ( აფხაზეთი ) და ახალგორიდან  ( სამხრეთ ოსეთი ).

აქედან გამომდინარე , ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე რეგულარულად დაკვირვება და  ანგარიშების წარდგენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე დასახლებებში თავისი ყოფნისა და პატრულირების საშუალებით , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევის შემცირებას .

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები რეგულარულად ურთიერთობენ ადამიანებთან , ვინც თავიანთ ისტორიებსა და გამოცდილებას უზიარებს . სხვა წყაროებია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები , რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს .

მისია დაინტერესებულია, რომ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს მიაწოდოს . გარდა ამისა , ყველა მხარესთან ადამიანის უფლებათა საკითხების განსახილველად და გადაწყვეტილებების მიღწევის ხელშესაწყობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმებს იყენებს .

ჩვენ ასევე ადამიანის უფლებებს ვაკვირდებით