EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
17/04/2024 01:04:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5838/?year=2017&month=12
 
 უკან

გენდერულ თანასწორობაზე ვზრუნავთ

01.05.2017

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღიარებს , რომ გენდერული თანასწორობა აუცილებელია ეფექტიანი სტაბილიზაციის , ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენისთვის . ქალთა და მამაკაცთა ჩართულობა საკვანძოა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევისა და ხელშეწყობისკენ მიმართულ ჩვენს ძალისხმევაში.

მისიის მანდატის განხორციელება ეფექტიანი სტაბილიზაციის , ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენის მხარდასაჭერად შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ ჩვენ მუდმივად ვეცდებით გავზარდოთ ქალთა მონაწილეობა ჩვენს მუშაობაში - როგორც მისიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ . ეს იმას ნიშნავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ქალებთან, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციების თანახმად,  და ევროკავშირი გენდერული პოლიტიკის შესაბამისად, მისია მუშაობს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ჩართვაზე ყველა საქმიანობაში, რომელსაც ჩვენ ვახორციელეთ.

მისიას გააჩნია საკონტაქტო პირების ქსელი გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ; ესენი არიან ქალები და მამაკაცები მთელ მისიაში, ვინც ეწევა გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ინფორმირებას დაგეგმვის პროცესში, რათა მისიამ გააგზავნოს საპატრულო ჯგუფები, რომელიც მის მრავალფეროვნებას ასახავს - სხვადასხვა ეროვნებისა და პროფესიის ქალები და მამაკაცები. ეს ასევე შესაძლოა გულისხმობდეს იმ კითხვების განხილვას, რომელთა დასმა  დამკვირვებლებს შეუძლიათ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ქალთა, მამაკაცთა, ბიჭების და გოგონების განსხვავებული აზრების და მათ ცხოვრებაზე სხვადასხვა გარემოებების გავლენის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. "შერეული საპატრულო ჯგუფი უფრო ეფექტიანი და მომზადებულია - ადგილობრივი ქალები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ ქალბატონ დამკვირვებლებთან საუბრისას, რაც უფრო ფართო პერსპექტივის დანახვის საშუალებას იძლევა", - ამბობს მისიის მრჩეველი გენდერის საკითხებში სტეისი ზიბელი.

გენდერული თანასწორობა წარმოადგენს ევროკავშირის ძირითად ღირებულებას , რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოები უზრუნველყოფს . მისიას გააჩნია ქალთა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიათა შორის, რომელიც ამჟამად 25% -ს შეადგენს. ამასთანავე, მისია აღიარებს, რომ ქალების 25% ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი მაჩვენებელი და თანმიმდევრულად მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მისიაში უფრო მეტი განმცხადებელი ქალების გაგზავნას.

შეიტყვეთ უფრო მეტი გენდერული თანასწორობის სტრატეგიასთან დაკავშირებით მისიის პრაქტიკული საქმიანობის შესახებ 2016 წლის მის ყოველწლიურ ანგარიშში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის თაობაზე .

გენდერულ თანასწორობაზე ვზრუნავთ