EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5849/?page=6&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 2017 წლის კონკურსი „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნილად გამოაცხადა

04.05.2017
გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად,  2017  წლის კონკურსი “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გახსნილად  გამოაცხადა.

საუკეთესო ნაშრომისთვის  ბეჭდვით,  სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტოჟურნალისტიკაში პრიზის გაცემის საშუალებით ხდება საქართველოს პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. პრიზი შვიდ კატეგორიაში გაიცემა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება 2016 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნებული ნაშრომების წარდგენა. 

შვიდ კატეგორიიდან ერთ-ერთს წარმოადგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში. პრიზი გაიცემა კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. ამ კატეგორიაში მოგებული ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის.

"მე მჯერა, რომ ჟურნალისტებს შეუძლიათ დაეხმარონ კონფლიქტის მხარეების დაკავშირებას. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ ახალ იდეებს, ბასრ კუთხეებს - მაგრამ რბილ და სენსიტიურ მიდგომებს და პროფესიულ ერთიანობას ჟურნალისტებისა, ვინც  კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს", განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსის „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნისას.
სხვა საპრიზო კატეგორიებია:

საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი,  ან თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;
საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში;

ამ კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული 1,250 ევროთი დაჯილდოვდება. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 ნოემბერი.  სააპლიკაციო ფორმის, კონკურსის წესებისა და ნაშრომის წარდგენის პირობების გასაცნობად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს http://www.euprizejournalism.ge/


2017 წლის 3 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსის „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნაზე სასტუმრო ბილტმორში.


2012 წელს დაარსებული კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გახსნას სხვადასხვა მედია საშუალება აშუქებდა. გახსნის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დამსწრე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა


თავის გამოსვლაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა მოიხსენია პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე, რომელიც კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გახსნას დაემთხვა