EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 23:11:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5862/?page=7&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბრიუსელში და თბილისში ევროპისა დღის აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღო

08.05.2017
6 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ბრიუსელში, ბელგიაში მონაწილეობა მიიღო. ამ დღეს, ევროპულმა სტრუქტურებმა გახსნა კარი საზოგადოებისათვის. ევროკავშირის ღია კარის დღე მოქალაქეებისთვის ევროპული სტრუქტურების  მუშაობის და სხვადასხვა საქმიანობის, მისიების და ოპერაციების აღმოჩენა / შესწავლის  მშვენიერ შესაძლებლობას წარმოადგენს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდმა ბევრი მნახველი მოიზიდა, მათ შორის ბავშვები, რომლებმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შესახებ "რთულ" ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა! სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ ვიქტორინაში მონაწილეობისას და მისიის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებისას.

ევროკავშირის დღეს სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის ფედერიკა მოგერინის ვიზიტმა   ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების სტენდებთან და ევროკავშირის ღია კარის დღეებზე დამსწრეებთან შეხვედრამ ამ ღონისძიებას მეტი მნიშვნელობა მიანიჭა.

მომდევნო დღეს, კვირას, 7 მაისს, მისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის დღის (9 მაისი) აღნიშვნაში საქართველოში, თბილისის ცენტრში. ცუდი ამინდის პროგნოზის მიუხედავად, ღონისძიებას მშვენიერი მზიანი დღე დაემთხვა, რამაც ათასობით საქართველოს მოქალაქე, ისევე როგორც სტუმარი მოიზიდა.

როგორც გასულ წელს, ევროპული სოფელი რიყის პარკში მდებარეობდა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უწევდა კოორდინაციას ღონისძიებას, რომელშიც თვრამეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო მონაწილეობდა.

წლევანდელი ევროპის დღის თემა იყო "შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს", რაც  შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ახლად შემოღებულ რეჟიმს ასახავდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი მშვიდობის ხიდიდან მარჯვნივ მდებარეობდა და სტუმრებს მასპინძლობას უწევდნენ მცხეთის რეგიონალურ ოფისის დამკვირვებლები  და თარჯიმნები ისევე როგორც მისიის სათავო ოფისის პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდტან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ათასობით ახალი საინფორმაციო ბუკლეტი დარიგდა და სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა მისიის დამკვირვებლის ლურჯი ჟილეტით და კეპით ფოტოები  გადაიღეს.

გვესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც თან ახლდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი და მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კიასტუტის იანკაუსკასმა უმასპინძლა. მისიის დამკვირვებლის ლურჯი ჟილეტითა და კეპით შემოსილმა პრეზიდენტმა პრესისა და მედიის სხვასადხვა წარმომადგენელს მიმართა. მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოში  ყოფნისა და მოღვაწეობისთვის.
მთელი დღის განმავლობაში შემოთავაზებული იყო წევრი სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული გასართობი პროგრამა შემსრულებლების, მუსიკოსებისა და გუნდების მონაწილეობით. ბერლინში მოღვაწე დიჯეიმა/ჯგუფმა „ჯაზანოვამ“,  პოლ რანდოლფმა და ქართულმა ჯგუფმა „მგზავრებმა“ დაასრულეას საღამოს კონცერტი, რასაც  ტრადიციული ფეიერვერკი მოჰყვა.



პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ბრიუსელში ბავშვებს ვიქტორინის წარმატებით დასრულების შემდეგ აჯილდოვებს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დილიდან სტუმრებს ელიან ბრიუსელში


საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მის წევრებს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. (მარცხნიდან მარჯვნივ: ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი)


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები და მოხალისეები მისიის საპატრულო მანქანასთან