ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ლონდონის ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით აღნიშნავს

06.06.2017
2017 წლის 6 ივნისს, სამშაბათს, 12:00 საათზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები შეიკრიბნენ წუთიერი დუმილისთვის ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. მისიის წევრებმა გამოთქვეს სამძიმარი, მიაგეს პატივი და აღუთქვეს სოლიდარობა შაბათს, 03 ივნისს მომხდარი ლონდონის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს. 

ეს დღე წუთიერი დუმილით ასევე აღნიშნეს მისიის რეგიონალურმა ოფისებმა, სადაც ამ საღამომდე დროშები ნახევრად ჩამოშვებული იქნება.

ევროკავშირმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სხვა მისიებმა ასევე აღინიშნა ეს ტრაგიკული მოვლენა.

თბილისში მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისის თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებს ლონდონში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა ხსოვნას 

გორის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე მიაჰაელა გერასიმი კოლეგებთან ერთად წუთიერი დუმილის დროს

მცხეთის რეგიონალურმა ოფისიმა წუთიერი დუმილი  უფროსის მოადგილე მიკა სორენსენთან ერთად აღნიშნა

მისიის ზუგდიდის ოფისის თანამშრომლები წუთიერ დუმილს შეუერთდნენ







Follow us on social media