EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6002/?page=2&year=2017
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომაში მონაწილეობს

21.09.2017
 2017 წლის 19-20 სექტემბერს თბილისში  ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიმართა. სხვა საკითხთა შორის დღის წესრიგში საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემაც იყო.

მეორე დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა შეხვედრის მონაწილეებს მისიის მიერ შემუშავებული დასკვნები გააცნო; მან ასევე შეაჯამა ადგილზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და უფლებებს ეხება. მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა სატელეფონო ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მნიშვნელობა გალსა და ერგნეთში, რაც ხელს უწყობს დაძაბულობის შემცირებას და ესკალაციის თავიდან აცილებას.

სხვადასხვა ევროპელმა და ქართველმა პარლამენტარებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, პეტრე კანკავას თანდასწრებით, მისიის მუშაობის და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში მისი წვლილის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს.

მანამდე, პირველ დღეს, საინფორმაციო ანალიტიკური ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელმა კაუპო კანდმა მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო დამკვირვებლის მნიშვნელობას.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მისიის დასკვნების პრეზენტაციას წარმოადგენს



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ხაზს უსვამს ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მნიშვნელობას გალსა და ერგნეთში