ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მხარს უჭერს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებსა და ოპერაციებს

13.10.2017
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბრიუსელის (ბელგია) ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯთან ერთად ორგანიზება გაუწია ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების ტრენინგს" (საველე პირობებში პატრულირების უსაფრთხოების) საპილოტე კურსს. ამ ტრენინგში მონაწილეობას იღებდა აფრიკის საჰელ მალის შესაძლებლობათა გაძლიერების ევროკავშირის სამოქალაქო მისიის (EUCAP) თორმეტი თანამშრომელი.
 
კურსი ჩატარდა 09-13 ოქტომბერს საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში თბილისში. ეს ტრენინგი ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებისა და ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი.
 
კურსის ძირითადი მიზნებია:
 
• მოშორებულ ადგილებში ტექნიკური დახმარების გარეშე სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაცნობა და სისტემაში მოყვანა;
 
• პირადი და სიტუაციური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ზოგადი უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ინდივიდუალური და გუნდური  დაჯერებულობის განმტკიცება.
 
მანამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მსგავსი კურსი უკრაინაში  მოქმედ ევროკავშირის საკონსულტაციო მისიის თანამშრომლებს ჩაუტარა. ევროკავშირის შესაბამისმა სტრუქტურებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკრეტულ სფეროებში განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება დადებითად შეაფასეს. კადრებისა და გამოცდილების მსგავსი გაცვლა მნიშვნელოვანია საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ყველა მისიისთვის.
 
საჰელ მალის შესაძლებლობათა გაძლიერების ევროკავშირის სამოქალაქო მისია მალიში, ბამაკოში არის განლაგებული. მან მუშაობა 2015 წლის 15 იანვარს დაიწყო, რათა მალის შიდა უსაფრთხოების ძალებს მთელ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის აღდგენაში დახმარებოდა.




კურსის მონაწილეები მოშორებულ ადგილებში ტექნიკური დახმარების გარეშე სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ამუშავებენ


 
პრაქტიკული სავარჯიშოები თბილისში, კრწანისის მიდამოებში მისიის სათაო ოფისის მახლობლად შედგა


 
პრაქტიკული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილს უგზოობისა და რთული რელიეფის პირობებში ავტომანქანების მართვის სავარჯიშო წარმოადგენდა 


 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოცდილი ტრენერი ხელოვნური სუნთქვის დემონსტრირებას ახდენს!


 
კურსის მონაწილეები პრაქტიკაში იყენებენ თეორიას ხელოვნური სუნთქვის შესახებ


 
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოცდილი ტრენერი სამედიცინო ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობს


 
სავარჯიშოს დროს თავდაცვისთვის ჯავშანმანქანის გამოყენება (ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი მხოლოდ სავარჯიშოს სცენარისთვის)


 
პოტენციური საფრთხის დროს თავის დაღწევის სავარჯიშო (ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი მხოლოდ სავარჯიშოს სცენარისთვის)


 
სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მისი განხილვა (ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი მხოლოდ სავარჯიშოს სცენარისთვის)

Follow us on social media