EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 03:11:25
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6075/?month=9&year=2017
 
 უკან

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

18.11.2017
17-18 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბ-ნ სამული ვირტანენის ხელმძღვანელობით  დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრი იყო ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩი სამხრეთ კავკასიაში, მისი აღმატებულესობა ქ-ნი არია მაკკონენი, .

17 ნოემბერს დელეგაცია შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედ ხელმძღვანელს, ბ-ნ ერიკ ჰოგს, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მისიის საქმიანობაში ფინეთის მიერ შეტანილი წვლილის მნიშვნელობაზე. ბატონმა ჰოგმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დასაქმებული ფინეთის მოქალაქეების მიერ გაწეული ძალიან კარგი მუშაობისთვის, და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფინეთის მიერ საქართველოში წარგზავნილი 14 თანამშრომლისგან შემდგარი კონტინგენტი სრულად დაბალანსებულია გენდერული თვალსაზრისით. დელეგაციას ჩაუტარდა ბრიფინგი მისიის მანდატისა და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რასაც მოჰყვა დისკუსია კონფლიქტის მართვის დინამიკასა და პერსპექტივებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელის და მისი კოლეგების მონაწილეობით. ბ-მა სამული ვირტანენმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გაწეული მუშაობისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა მისიის მიმართ.

18 ნოემბერს, ბ-ნი ვირტანენი და ფინეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის პატრულირებას შეუერთდნენ, რათა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ უშუალო შთაბეჭდილება შეექმნათ. ბ-ნ ვირტანენზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა თუ როგორ მოქმედებს ბორდერიზაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებზე.



მისიის მოქმედი ხელმძღვანელი სტუმრებს ხვდება და შეხვედრას იწყებს



მარცხნიდან მარჯვნივ: ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბ-ნი სამული ვირტანენი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, მისი აღმატებულესობა ქ-ნი არია მაკკონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩი სამხრეთ კავკასიაში 



დელეგაცია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებულ სიტუაციას აკვირდება