EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
06/12/2022 17:12:18
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6151/?year=2018&month=12
 
 უკან

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია და მისიის მანდატი საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ფარგლებში განმარტა

25.01.2018
25 იანვარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილე ფლორენტინ დიკუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და შსს-თან მისიის მეკავშირე ოფიცერ პაველს შარიგინსთან ერთად ეწვია. ბ-მა ფლორენტინ დიკუმ კადეტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მისიის ყოფნის მნიშვნელობისა და ადგილზე სტაბილურობის მართვაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.

ლექციის მსვლელობისას, ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კადეტების წინაშე მოკლედ მიმოიხილა მისიის ჩამოყალიბების ისტორია, მისი საქმიანობა და მანდატის შემადგენელი ნაწილები.

მან ჯგუფს გააცნო ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება და მის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ჩატარებულ მუშაობასა და მისიის ხელშეწყობით სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხზე გამახვილდა. როგორც ცხელი ხაზი, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებებია ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის და ამით გაუგებრობების თავიდან აცილებასა და დაძაბულობის შემცირებას ეხმარება.

საინტერესო ლექციას  კითხვა - პასუხების სესია მოჰყვა, რომლის დროსაც კადეტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის და საქმიანობის თაობაზე და ასევე დაინტერესდნენ ბ-ნ ფლორენტინ დიკუს მოსაზრებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობითა და პერსპექტივით, ისევე როგორც საქართველოში ზოგადად კონფლიქტის მართვისა და მოგვარების პროცესით.

იხილეთ ფოტო გალერეა:


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების განყოფილების უფროსის მოადგილე ფლორენტინ დიკუ და თარჯიმანი ეკა სოსელია აკადემიაში კადეტებს ესალმებიან



ფლორენტინ დიკუმ ისაუბრა საქართველოში მისიის ყოფნის მნიშვნელობაზე და ადგილზე სტაბილურობის მართვაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ



კადეტები ბრიფინგს ყურადღებით უსმენენ 



ლექცია მიმდინარეობს



პოლიციის აკადემიის კადეტი გოგონები 



კადეტებს აინტერესებთ გაიგონ თუ რა გამოწვევები და დაბრკოლებები აქვს მისიის მუშაობას ადგილებზე 



ლექცია  კითხვა - პასუხების სესიით შეჯამდა


ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კითხვებზე პასუხობს