EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 05:11:55
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6196/?page=6&year=2018
 
 უკან

ბულგარეთის ელჩი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისს ვიზიტით პირველად ეწვია

16.02.2018
15 თებერვალს, ოპერაციების ხელმძღვანელმა / მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გაბრიელ ფონ ჰორნმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სახელით ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ქალბატონ დესისლავა ივანოვას ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში უმასპინძლა. ელჩის ვიზიტი 2018 წელს ევროკავშირში ბულგარეთის პრეზიდენტობას უკავშირდება. მის აღმატებულებას თან ახლდა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ბ-ნი ტიჰომირ ტოდოროვი.

თანამშრომლებისთვის მისასალმებელი სიტყვისა და პრეზენტაციის შემდეგ, ელჩმა ევროკავშირში ბულგარეთის თავმჯდომარეობის დროს ხაზი ოთხ ძირითად პრიორიტეტს გაუსვა:

1. დასავლური ბალკანეთის ნათელი ევროპული პერსპექტივა და კავშირი;
2. მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება ძლიერ და ერთიან ევროპაში;
3. მომავლისთვის საჭირო ციფრული ეკონომიკა და უნარები;
4. ევროპისა და ახალგაზრდების მომავალი - ეკონომიკური ზრდა და სოციალური ერთიანობა.

მისმა აღმატებულებამ ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული როლი, რომელსაც ბულგარეთი დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერისთვის თამაშობს მისი მზარდი საქმიანობითა და ბალკანეთის რეგიონებს შორის კავშირებისა და ურთიერთობების დამყარების გზით. ელჩმა მოიხსენია ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები, როგორიცაა უსაფრთხოება, სტაბილიზაცია და ეკონომიკურ ზრდასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული ევროკავშირის ერთიანობისათვის ეფექტიანი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობა. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა კავშირის ზრდისა და კეთილდღეობისთვის ეკონომიკის დიგიტალიზაციის მნიშვნელობას.

მისმა აღმატებულებამ ქ-მა დესისლავა ივანოვამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის მნიშვნელობაზე  ყურადღება გაამახვილა და  2018 წლის 31 დეკემბერს მისიის მანდატის ვადის ამოწურვის შემდეგ მისი გაგრძელების სრული მხარდაჭერა გამოხატა.

ბ-მა ფონ ჰორნმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხრიდან მისიის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ბულგარელი დამკვირვებლების, ისევე როგორც სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენელი დამკვირვებლების დადებითი წვლილი.

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილემ ქ-მა ევა პროსოვამ წარმოადგინა რეგიონალური ოფისის ბრიფინგი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავდა ბორდერიზაციის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, გადაადგილების თავისუფლების, გადაკვეთის რეჟიმის და ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს შორის ვაჭრობის საკვანძო საკითხებს.

ამის შემდეგ, მისი აღმატებულება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა, სადაც ნაბაკევი-ხურჩას ყოფილი გადაკვეთის პუნქტი, რუხის სავაჭრო ცენტრი, ენგურის ხიდისა და საბერიო-ფახულანის გადაკვეთის პუნქტები მოინახულა. საპატრულო ჯგუფი ასევე ტყაიას და ენგურის კაშხალს ეწვია.

პატრულირების დროს ელჩმა დიდი ინტერესი გამოავლინა და მადლობა გადაიხადა "საინტერესო და შინაარსიანი საპატრულო გასვლისთვის", რომელმაც მათ  აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ნათელი სურათი შეუქმნა.



მარცხნიდან მარჯვნივ: ნიკოლაი სტოევი (დამკვირვებელი), ჯულიო სავინა (დამკვირვებელი), პეტარ ივანოვი (დამკვირვებელი), ევა პროსოვა (ზუგდიდის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე), ელჩი ქ-ნი დესისლავა ივანოვა, გაბრიელ ფონ ჰორნი (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი) მრჩეველი ბ-ნი ტიჰომირ ტოდოროვი და ქ-ნი ლია ფარცვანია (თარჯიმანი)



სტუმრები  ნაბაკევი-ხურჩაში მდებარე  ყოფილ გადაკვეთის პუნქტში  პატრულირებისას  



სტუმრები ენგურის ხიდის გადაკვეთის პუნქტთან




სტუმრები სოფელ ტყაიაში



სტუმრები ენგურის კაშხალზე