2018 წლის 23 მარტს, პარასკევს, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა მსხვერპლთა ხსოვნას კერძოდ კი ლეიტენანტ პოლკოვნიკს არნოა ბელტრამს პატივი მიაგოს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება ევროკომისიის ყველა შენობის წინ ევროპული დროშების ნახევრად დაშვების შესახებ.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/კომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის სახელით, ყველა დელეგაციას და საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მისიას მოუწოდეს დღეს 8:00 საათიდან 20:00 საათამდე (ბრიუსელის დროით) ნახევრად დაეშვათ დროშები.
საფრანგეთი გლოვობს ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლებს
ფოტო გადაღებულია www.liberation.fr მიერ