EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/10/2019 19:10:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6278/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა ქობულეთში სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს (SYC) სემინარის მონაწილეებს მისიის საქმიანობა გააცნო

17.04.2018
14 აპრილს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა ადამიანის უფლებათა და მიგრაციის საკითხებზე  PLUS 1 Aid-Refugees Welcome სემინარის ფარგლებში Erasmus+ საერთაშორისო პროგრამაში ჩართული 29 სტუდენტისთვის პრეზენტაცია გამართა. მონაწილეებს გერმანიიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან  გააცნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და  ადამიანის უფლებათა საკითხების მონიტორინგის განხორციელების დეტალები.

კურსს/სემინარს ორგანიზება გაუწია სტუდენტურ-ახალგაზრულმა სათათბირომ საქართველოში,  პროგრამა Erasmus+ ის  ფარგლებში, რომელსაც გერმანიის ეროვნული სააგენტო აფინანსებს. კურსი/სემინარი 7 დღიანია და იგი მიზნად ისახავს მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ტრენერებისა და ახალგაზრდების პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებას.

მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაციას და განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს იძულებით გადაადგილებულ პირთა, გადაადგილების თავისუფლების, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის, ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების სრტუქტურების წარმომადგენლების როლსა და ბორდერიზაციის საკითხებისადმი.



პრეზენტაციას უძღვებიან ევა მასლანკა (მარცხნივ) და მარიანა რაფი (მარჯვნივ)



მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია და განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს იძულებით გადაადგილებულ პირთა, გადაადგილების თავისუფლების, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის, ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების  სტრუქტურების წარმომადგენლების როლსა და "ბორდერიზაციის" საკითხებისადმი


თარჯიმან ლიკა ფარცვანიას დახმარებით ევა მასლანკამ (მარცხნივ) და მარიანა რაფმა (მარჯვნივ) მონაწილეებს გააცნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და  ადამიანის უფლებათა საკითხების მონიტორინგის განხორციელების დეტალები



ჯგუფური ფოტოსურათი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თარჯიმანთან ლიკა ფარცვანიასთან  ერთად (მარცხნივ)