EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/03/2021 03:03:52
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6407/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა

06.07.2018
6 ივლისს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მიიღო ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე და საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულობა ბ-ნი დიდიე რეინდერსი. 

ბ-ნმა ჰოგმა მის აღმატებულობა ბ-ნ რეინდერსს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე მანდატი, ოპერაციები და საქმიანობა გააცნო. მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებისა და მისიის ხელშეწყობით მართული ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, რაც აუცილებელია ადგილზე უსაფრთხოების მართვისთვის. ბ-ნმა ჰოგმა მადლობა გადაუხადა ბელგიის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის მიერ უწყვეტ რეჟიმში გაწეული წვლილისთვის და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

მისმა აღმატებულობამ ბ-ნმა რეინდერსმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას რეგიონის უსაფრთხოებაში და სტაბილურობაში მიე მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა მისიის მიერ  მონიტორინგისა და ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  გაწეული უწყვეტი ძალისხმევა, მათ შორის ტექნოლოგიების მოდერნიზების მეშვეობით. ვიზიტისას საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე მიეცა შესაძლებლობა, ხანმოკლე  შეხვედრის ფაგლებში გაცნობოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ამჟამად მომუშავე ბელგიელ დამკვირვებლებს.  

შეხვედრა გაიმართა საქართველოში ბელგიის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში. 

ამჟამად ბელგიას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ხუთი ექსპერტი ჰყავს წარგზავნილი. 


მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ბატონ  დიდიე რეინდერსს მისიის სათავო ოფისში უმასპინძლა


მისიის ხელმძღვანელმა სტუმრებს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე მანდატი, ოპერაციები და საქმიანობა გააცნო.