EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/03/2021 22:03:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6443/?year=2018&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერიოდული გამოცემის - “დამკვირვებლის“ ახალი ნომერი უკვე ხელმისაწვდომია!

27.08.2018
გამოცემის აღნიშნული ნომერი ეძღვნება სამ ინსტრუმენტს: ინციდენტების პრევენციას, მათზე რეაგირებას და კონფლიქტის გადაჭრას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით კონფლიქტის პრევენციის პრაქტიკული და ეფექტიანი მიდგომა შეიმუშავა. იგი შესაძლებელს ხდის კომუნიკაციას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, რათა თავიდან აცილებულ იქნას დაძაბულობის მატება, რომელსაც შეუძლია კონფლიქტი გამოიწვიოს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ორგანიზებას უწევს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრას ერგნეთში, მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში გალში და ხელს უწყობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერიოდული გამოცემის - „დამკვირვებლის“ მიზანია საქართველოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და დანარჩენი მსოფლიოს ფართო საზოგადოებას ვრცლად და დეტალურად გააცნოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შესახებ.

გადადით ბმულზე იმისთვის რომ გაეცნოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „დამკვირვებლის“ 7-გვერდიან ნომერს. (ნომრის ქართული ვერსია უმოკლეს დროში განთავსდება ამავე გვერდზე)

პერიოდული გამოცემის ყველა წინა ნომერი იხილეთ აქ.