ბ-ნი კოპოლა სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურად ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა/ ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ სექტემბერში დანიშნა.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ბ-ნი კოპოლა მსახურობდა იტალიელ კარაბინერთა მეთაური გენერალის მოადგილედ, რომელთა კონტინგენტი 111,000 ადამიანს ითვლის. თავისი 40-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში მან იმუშავა იტალიაში, ევროკავშირის ბრიუსელის სათაო ოფისში და რამდენიმე თანამდებობაზე საზღვარგარეთ. ბ-ნი კოპოლა ფლობს სტრატეგიულ კვლევათა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხს და იტალიის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - იტალიის სამხედრო ორდენის ჯვრითაა დაჯილდოებული.
სამოქალაქო ოპერაციების მეთაური უძღვება საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ათ სამოქალაქო მისიას ევროპაში, აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც ჯამში დაახლოებით 2,000 თანამშრომელს ითვლის. თავისი მოვალეობების ფარგლებში სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დირექტორატის სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების (CPCC) დირექტორის ფუნქციასაც ასრულებს. აღნიშნული განყოფილება, რომელიც დაახლოებით 80 თანამშრომელს ითვლის, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სამოქალაქო მისიების ოპერატიული სათაო ოფისის დანიშნულებას ასრულებს.