EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 07:11:50
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6462/?page=4&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გერმანიის კონრად ადენაუერის ფონდის სტუდენტებს ესაუბრა

01.10.2018
26 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ,  ქ-ნმა ქეით ფეირონმა  გერმანიის კონრად ადენაუერის ფონდის სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა. სტუდენტებს თან ახლდათ პროფესორი ბურკარდ სტეპაჰერი. 

ქ-ნმა ფეირონმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე მანდატის, ოპერაციებისა და აქტივობების შესახებ ზოგადი მიმოხილვა წარმოადგინა და ყურადღება გაამახვილა მისიის მნიშნელოვან წვლილზე ადგილზე სტაბილურობის მართვადობასა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ნდობის აღდგენის საქმეში. მან ხაზგასმით აღნიშნა მისიის ხელშეწყობით მოქმედი ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მნიშვნელოვანი როლი. მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები აადვილებენ კონფლიქტის ყველა მხარეს შორის კომუნიკაციას და ხელს უწყობენ ადგილზე უსაფრთხოების შენარჩუნებას. ამ მხრივ ასევე აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც მხარეებს შორის დიალოგის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის დიდი მნიშვნელობა.

ბრიფინგის დამთავრების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც სტუდენტები დაინტერესდნენ ადგილზე არსებული ზოგადი ვითარებისა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე ამჟამად მიმდინარე და მომავალში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ მისიის ხედვით. 

აღნიშნული ვიზიტი შედგა კონრად ადენაუერის ფონდის ტალანტთა პროგრამის ფარგლებში.



კონრად ადენაუერის სტუდენტები გულთბილად მიიღო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქ-ნმა ქეით ფეირონმა



სტუმრები ყურადღებით ისმენენ პრეზენტაციას



მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქ-ნმა ქეით ფეირონმა მისიის მუშაობის, როლისა და საქართველოში ყოფნის მნიშვნელობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა