EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 01:11:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6517/?month=12&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მასპინძლობს სამედიცინო უსაფრთხოების კურსს თბილისში

28.11.2018
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 2018 წლის 22 - 27 ნოემბერს  მისიის თბილისის სათავო ოფისში სამედიცინო უსაფრთხოების კურსს უმასპინძლა.

აღნიშნული კურსი ტარდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის სამოქალაქო მისიებისთვის შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს მიერ. სამედიცინო უსაფრთხოების სასწავლო კურსი შემუშავდა შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს მიერ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის მისიებისთვის, კერძოდ კი აღნიშნული მისიების უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის.

სასწავლო კურსში 14-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც წარმოადგენდნენ ისეთ მისიებს, როგორიცაა ევროკავშირის საკონსულტაციო მისია (EUAM) უკრაინაში, ევროკავშირის საკონსულტაციო მისია (EUAM) ერაყში, ევროკავშირის პოტენციალის განვითარების მისია (EUCAP) სომალიში, ევროკავშირის პოლიციური მისია პალესტინაში (EUPOL COPPS), ევროკავშირის პოტენციალის განვითარების მისია (EUCAP) ნიგერში, სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილება (CPCC) და თვითონ მასპინძელი მისია.
სამედიცინო უსაფრთხოების სწავლება წარმოადგენს მრავალმხრივ თეორიულ, პრაქტიკულ და სიმულაციურ მეცადინეობაზე დაფუძნებულ ხუთდღიან კურსს. მისი მთავარი მიზანია მონაწილეები უზრუნველყოს სამედიცინო შემთხვევების პრევენციისა და მათზე უსაფრთხოდ, საიმედოდ, დროულად და ეფექტიანად რეაგირებისთვის საჭირო ცოდნით, უნარებითა და შესაძლებლობებით. 

სწავლებას დაესწრო შვედეთის გაუთვალისწინებელი გარემოებების სააგენტოს პროგრამის უფროსი ოფიცრისა და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უსაფრთხოებისა და თანამშრომლების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ოფისის საკონტაქტო პირი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას წარსულშიც ჩაუტარებია სხვადასხვა ტიპის სწავლება და მსგავსი კურსების ჩატარებას მიესალმება. ეს იყო სამედიცინო უსაფრთხოების რიგით მესამე კურსი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წელს მასპინძლობს.



შენობაში მომხდარი აფეთქების გათამაშებისას სიმულირებული დაშავებულები სწავლების მონაწილეებისგან სამედიცინო დახმარებას იღებენ


გათამაშებული ავტოტრანსპორტის შეჯახების შედეგად დაშავებულები სწავლების მონაწილეებისგან სამედიცინო დახმარებას იღებენ


სწავლების მონაწილეს ჟურნალში შეაქვს ჩანაწერები გათამაშებული ავტოტრანსპორტის შეჯახების “მსხვერპლის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


სწავლების დროს სწავლების მონაწილეები ამოწმებენ ავტოტრანსპორტის გათამაშებული შეჯახების „მსხვერპლთა“ ჯანმრთელობის მდგომარეობას