EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/659/?page=3&year=2008
 
 უკან

ჟენევის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი: არ არის ოფიციალური შეთანხმება, მაგრამ არის პროგრესი

20.12.2008
ჟენევის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომელმაც საქართველოში აგვისტოს ომის მხარეები მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან შეკრიბა, 17-18 დეკემბერს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი არ არის ოფიციალური შეთანხმება, მოლაპარაკებები პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა და ხარეებმა გარკვეული პროგრესის მიღწევის შესახებ  კმაყოფილება გამოთქვეს. მსგავსი განწყობა არ იყო გამოკვეთილი ოქტომბერსა და ნოემბერში, მოლაპარაკებების პირველი რაუნდების დროს, რომლებიც ძირითადად პროცედურული საკითხების გამო შეფერხდა.

განხილვის მთავარი საგანი ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების აღკვეთის მიექანიზმის შემუშავება იყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომლის ძირითადი დავალება აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ სტაბილიზაცია, ნორმალიზაცია და ნდობის აღდგენაა, ასეთი მექანიზმის დაარსებაზე 1 ოქტომბრიდან, მისი საოპერაციო ფაზის დაწყებიდან მუშაობს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, სადაც ხშირია სროლები, ნაღმების აფეთქება, ადგილობრივი მაცხოვრებლების გატაცება და ქართული პოლიციის დანაყოფებზე თავდასხმა. ამ ვითარებაში, მოსახლეობას მუდმივი საშიშროების წინაშე ყოფნის განცდა აქვს და არ გრძნობს თავს იმედიანად, რათა ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს.

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ  უკვე მომხდარი ინციდენტებისათვის ნათელის მოსაფენად და ახალი ინციდენტების აღსაკვეთად, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს, ყველა უსაფრთხოების სტრუქტურას შორის ინფორმაციის გაცვლა  ხელსაყრელი ინსტრუმენტი იქნება. აღნიშნულის ფარგლებში, ევროკავშირის სადაკმვირვებლო მისიამ საქართველოს და დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის მუდმივი შეხვედრების მოწყობის შეთავაზება გააკეთა. მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, ახსნა გამიზნული მექანიზმი: „როდესაც ადგილი აქვს ინციდენტს, ორივე მხარე, თითქმის რეფლექსის დონეზე, მაშინვე ადანაშაულებს მეორეს. ჩვენ გვსურს ორივე მხარე დასხდეს მაგიდასთან და ვალდებული იყოს უზრუნველყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც სანდო და დადასტურებადია.“

საერთაშორისო დამკვირვებლების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა ჟენევაში განხილული კიდევ ერთი თემა იყო, მაგრამ შეთანხმება ამ საკითხზე არ არის მიღწეული. იმ მანდატის მეშვეობით, რომელიც სეპარატისტული რეგიონების ჩათვლით, მთელ საქართველოს ფარავს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „კარებზე კაკუნის“ პოლიტიკას გააგრძელებს.  ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ობიექტური და სრული სურათის წარმოსადგენად ინციდენტების მონიტორინგი ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხრიდან არის აუცილებელი,“- განმარტა ელჩმა ჰაბერმა.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2009 წლის 17-18 თებერვალს არის დაგეგმილი.