EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 00:04:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6598/?year=2019&month=12
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საჯარო ლექცია ჩაატარა

27.02.2019

27 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვდა ქართველ , სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), რომლებიც მიისწრაფიან ჟურნალისტიკის პროფესიის დასაუფლებლად . მისიის ხელმძღვანელმა მონაწილეებს წარუდგინა მოკლე მიმოხილვა მისიის ისტორიის , მისი მანდატის ძირითადი მიმართულებების , ადგილზე 10 წლის განმავლობაში ყოფნის გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ .  

ლექციას განვრცობილი კითხვა - პასუხის სესია მოჰყვა , რომელიც შეეხო მისიის საქმიანობის მრავალ ასპექტს , მათ შორის , რამდენად არის გათვალისწინებული გენდერული საკითხი ყოველდღიურ საქმიანობაში და კონკრეტულად როგორ ეხმარება მისია ადმინისტრაციულ საზღვართან მამაკაცებსა და ქალებს . ერიკ ჰოგმა ასევე მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებული ინფორმაციული ღონისძიებები უფრო ფართო ქართული საზოგადოებისთვის , მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობებით დასახლებული რაიონებისათვის .

 

მისიის ხელმძღვანელი განმარტავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში მისიების როლს

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი დისკუსიაში

ერიკ ჰოგი პასუხობს სტუდენტების შეკითხვებს

ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა მისწრაფებული ჟურნალისტები საქართველოდან , სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან დაინტერესებას გამოხატავენ მისიასთან დაკავშირებული საკითხებისადმი