EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/09/2020 10:09:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6654/?year=2019&month=12
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი მონაწილეობას იღებს ვენაში გამართულ სემინარში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საქართველოსა და რეგიონში

09.04.2019
5 აპრილს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა საქართველოში, ბ-ნ-მა ერიკ ჰოგმა მონაწილეობა მიიღო მთავარ მომხსენებლად ვენაში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირისა და ეუთოს თანამშრომლებას საქართველოს კონფლიქტებთან მიმართებით. ეუთოს მისიების წარმომადგენელთათვის ორგანიზებულ ღონისძიების სახელწოდებას შეადგენდა: “ევროკავშირი-ეუთო-ს სინერგია საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი“. 

სემინარს ორგანიზება გაუწია რუმინეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო ორგანიზაციაში ვენაში ეუთო-ს შვედეთის მისიასთან თანამშრომლობით. 

სემინარის პლატფორმაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამშრომლობა ადგილზე, ევროკავშირსა და ეუთოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობისათვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ეუთოს შორის თანამშრომლობა მომხსენებლებმა ერთხმად შეაფასეს უმაღლეს დონეზე. ამის მაგალითია, ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველთვიური შეხვედრების ფორმატი, რომლის ფასილიტაციასაც ეუთო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთობლივა ახდენს.  

ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ელჩი რუდოლფ მიხალკა (ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში), ელჩი იოანის ვრაილას (ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში) და ელჩი მარსელ პესკო (ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის დირექტორი). ელჩი კრისტიან ოსტრატე (რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი  საერთაშორისო ორგანიზაციაში ვენაში) მოდერირებდა დისკუსიას. 



(მარცხნიდან მარჯვნივ) ელჩი მ. პესკო, ელჩი ი. ვრაილას, ელჩი კ. ოსტრატე (მოდერატორი), ბ-ნი ერიკ ჰოგი და ელჩი რ. მიხალკა