EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 03:11:47
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/6673/?page=2&year=2019
 
 უკან

მისიამ 2019 წლის კონკურსი „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნილად გამოაცხადა

02.05.2019
2 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად,  2018  წლის კონკურსი “სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში” გახსნილად  გამოაცხადა. მსოფლიო მედია ყოველწლიურად "მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს" 3 მაისს აღნიშნავს. 

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში" არის  ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებული "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკისათვის" ფარგლებში შექმნილი შვიდი კატეგორიიდან ერთ-ერთი. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზით მშვიდობის ჟურნალისტიკაში დაჯილდოვდება კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცდილობს, ხელი შეუწყოს რეგიონში პროფესიულ ერთიანობას, ეთიკურ, სამართლიან, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ გაშუქებას. ამ კატეგორიაში გამარჯვებული ლონდონში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთთვიან სტაჟირებას გაივლის. ჯილდოს მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარტნიორია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმომადგენლობა თბილისში.

„ნდობის აღდგენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აშუქებს მედია მოვლენებს. ჩვენ ვეძებთ ახალ იდეებს, კონფლიქტ-სენსიტიურობის და პროფესიონალიზმის ერთიანობით გაშუქებულ კონფლიქტან დაკავშირებულ ამბებს“ - აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ქეით ფეირონმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კონკურსის „სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გახსნისას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ოქტომბერი. სააპლიკაციო ფორმის, კონკურსის წესებისა და ნაშრომის წარდგენის პირობების გასაცნობად ეწვიეთ კონკურსის ვებ-გვერდს http://www.euprizejournalism.ge/



მისიის მოქმედი ხელმძღვანელი, ქეით ფეირონი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას "მედიის ევროპული სტანდარტი: ეთიკა და პასუხისმგებლობას" ესწრება, რომლის ფარგლებშიც მოხდა წლევანდელი კონკურსის გახსნილად გამოცხადება


 მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ქეეთ ფეირონი ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ ჰრცელთან ერთად “ევროკავშირის პრიზს  ჟურნალისტიკაში” და "ევროკავშირის მისიის სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში წარადგენს


მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ამობობს, რომ ევროკავშისის სადამკვირვებლო მისია ამ კონკურსით ეძებს ახალ იდეებს, საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით  და პროფესიონალურად გაშუქებულ კონფლიქტან დაკავშირებულ ამბებს“