EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/702/?page=12&year=2009
 
 უკან

მუდმივი შეხვედრები გააუმჯობესებს ინფორმაციის გაცვლის პროცესს

06.01.2009
მიმდინარე კვირიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები და საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები, ინფორმაციის გაცვლის პროცესის გასაუმჯობესებლად, რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ. პირველ ასეთ შეხვედრას მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე, დაესწრო, რომელიც გორის პოლიციის განყოფილების უფროსს ბ-ნ შალვა თრამაკიძეს შეხვდა.

„ამ შეხვედრების მიზანი ინფორმაციის მუდმივ, არაფორმალურ დონეზე გაზიარებაა,“- განაცხადა გენერალმა ჟანვიემ შეხვედრაზე. „ჩვენ ვისაუბრებთ სამომავლო გეგმებზე, დავსვამთ შეკითხვებს და განვიხილავთ გადაუდებელ საკითხებს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს იქნება არაფორმალური შეხვედრები პროფესიონალებს შორის.“

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს პოლიციას შორის უკვე მეტად კარგი სამუშაო ურთიერთობა დამყარდა და ყოველკვირეული შეხვედრები კიდევ უფრო გააუმჯობესებს მოცემულ თანამშრომლობას. შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სხვადასხვა საკითხებზე შეკითხვების დასმის, ხოლო ქართულ მხარეს მისი გეგმებისა და პროექტების შესახებ მისიის ინფორმირების საშუალებას მისცემს.

პირველი შეხვედრის განმავლობაში, ერთ-ერთი განხილული საკითხი დაჯავშნულ ავტომანქანა „კობრას“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგებას შეეხებოდა. მისიამ შეშფოთება გამოთქვა მოცემული სამხედრო ტიპის ავტომანქანების განლაგებასთან დაკავშირებით, რადგან მას მტკიცედ სწამს, რომ ის ხელს არ შეუწყობს ადგილზე უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესებას. მაგრამ ბ-ნ თრამაკიძის თქმით, მოცემული ავტომანქანები  უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხმარება, რადგან ისინი რეგიონში განლაგებული პოლიციელებისათვის უსაფრთხო გარემოს ქმნიან. ბ-ნ თრამაკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტომანქანები არ იქნება განლაგებული ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად.

ბატონ თრამაკიძესა და გენერალ ჟანვიეს გარდა შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეკავშირე ოფიცერი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ბ-ნ რინას ბენძიუსი მისიის სათაო ოფისიდან, მისიის გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სტეფან ბურელი, გორის რეგიონალური ოფისის ანგარიშის წარმდგენი ოფიცერი, კაპიტანი დევიდ ედრუსი და ბ-ნ გიორგი ლომიძე გორის პოლიციიდან.