EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/04/2024 12:04:42
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/718/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას პოლონეთის დელეგაცია ეწვია

15.01.2009
15 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სამუშაო ვიზიტით პოლონეთის საოპერაციო მეთაურის, გენერალ ბრონისლავ კვიატკოვსკის ხელმძღვანელობით, პოლონეთის შეიარაღებული ძალების და პოლიციის მაღალჩინოსანი დელეგაცია ეწვია. პოლონეთმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დაახლოებით 25 დამკვირვებელი გამოგზავნა და შესაბამისად, თანამშრომლების უზრუნველყოფის მხრივ, მისიის საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანაა.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ, პოლონეთის დელეგაციას მისიის მანდატზე, სტრუქტურაზე და მის ამჟამინდელ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია. დელეგაცია განსაკუთრებით მისიასა და საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესდა. გენერალმა ჟანვიემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი ოქტომბრის დასაწყისში მოეწერა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე მიდამოებში ქართული საპოლიციო ძალების განლაგებაზე ინფორმაციის მუმივი გაცვლის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი მეკავშირე ოფიცერი ჰყავს. მისიასთან ინფორმაციის გაცვლის გასაუმჯობესებლად, ამჟამად მოლაპარაკება მეორე ურთიერთგაგების მემორანდუმზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს.

ყევლა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების სრული მონიტორინგისათვის, გენერალმა კვიატკოვსკიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე შესვლის უფლების მოპოვების საჭიროებას გაუსვა ხაზი.