EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:02
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/755/?page=3&year=2008
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სკოლას ეწვია

24.12.2008
ევროკავშირის სადამკვირცვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი მუდმივად სტუმრობს სკოლებს იმ სოფლებში, რომლებშიც პატრულირებას ახორციელებს. ამ ვიზიტების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატისა და მისიის ქვეყანაში ყოფნის მიზეზების ახსნაა.

ბავშვები აგვისტოს კონფლიქტის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მათ საკუთარ ასაკთან შედარებით ზედმეტად კარგად იციან თუ როგორ გამოიყურება ტანკები და იარაღი. მისიის მონიტორებს სურთ, ბავშვებმა იცოდნენ თუ რა არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიუხედავად მისიის მასიური მანქანებისა, ის რომ ჩვენ არ ვართ შეიარაღებულნი და დახმარების ხელის გამოსაწოდებლად და მეგობრებად მოვდივართ.

19-დან 26 ნოემბრის ჩათვლით, მისიამ თბილისის ჩრდილოეთ და ახალგორის მახლობელ მიდამოებში, 7 სკოლაში, ნახატების შეჯიბრს გაუწია ორგანიზება. განსაკუთრებული ყურადღება იმ სკოლებს მიექცა, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ან ოსი ბავშვები სწავლობენ. შეჯიბრში მონაწილეობა შემდეგმა სკოლებმა მიიღეს:

- ქვემო ჭალა
- მჭადიჯვარი
- ლამისყანა
- ანთიმ ივერიელის სახელობის სკოლა თბილისში
- მუხრანის სკოლა N1
- მუხრანის სკოლა N2
- მუხრანის სკოლა N3

კონკურსში მონაწილეობას 7-დან 17 წლამდე ახალგაზრდები იღებდნენ.

23 დეკემბერს, მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, ბავშვებთან მათ მიერ შესრულებულ ნახატებზე სასაუბროდ და პრიზების დასარიგებლად ქვემო ჭალის სკოლას ეწვია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისი საქმიანობის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის პირველი პრეზენტაცია ნოემბერში, მოცემულ სკოლაში განახორციელა. სკოლა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 1.5 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და მასში 6-დან 17 წლამდე ასაკის 233 მოსწავლეა, სადაც ექვსი მოსწავლე სამხრეთ ოსეთიდან არის და ერთს სკოლაში მისასვლელად ყოველ დღე ადმინისტარციული საზღვრის გადაკვეთა უხდება.

ჩვენ გაგვაოცა ხატვის შეჯიბრის შედეგებმა. ბავშვების ფანტაზია და შესრულებული ნახატების ხარისხი განსაცვიფრებელია.

შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ საუკეთესო ნამუშევრები ვებ-გვერდზე გამოგვეფინა.