EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/09/2022 16:09:22
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/765/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სემინარს მასპინძლობს

15.01.2009
ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად თანხმდებიან, რომ ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვა, გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობას წარმოადგენს. 15 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში გამართულ სემინარზე მონაწილეებმა ერთმანეთს 2009 წლის გეგმები გაუზიარეს და საქმიანობის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის გზით, თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

სემინარის მიზანი, საქართველოს ხელისუფლებასთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სააგენტოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და 2009 წლისათვის დაგეგმილ სამუშაოებზე ინფორმაციის გაცვლა იყო.

განხილვა, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უძღვებოდა სამ ნაწილად და ერთ შემაჯამებელ სესიად იყო დაყოფილი და ფოკუსირებას იძულებით გადაადგილებულ პირებზე, დაბრუნებულ ოჯახებზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში არსებულ სიტუაციაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და დიდ დონორებზე აკეთებდა.

სემინარში მონაწილეობა თვრამეტმა სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დაახლოებით ორმოცდაათმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ლტოლვილტა და განსახლების სამინისტროდან. ასევე - გაეროს სხვადასხვა სააგენტოების, ევროკავშირის, ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს, ჰიუმან რაიტს ვოჩის, ადამიანის უფლებების ცენტრის, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისების წარმომადგენლები.

სემინარის პირველი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირებს, დაბრუნებულებს და მიმდებარე ზონებში არსებულ სიტუაციას დაეთმო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა არსებულ სიტუაციაზე პრეზენტაცია წარადგინა და განაცხადა, რომ დანაშაულის, პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმების, აფეთქებების და სავარაუდო ეთნიკური წმენდის და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი მოპყრობის ფაქტები გახშირდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე იქნა მიღებული და არ განხორციელებულა ახლადშექმნილი მდგომარეობის გამო. ამჟამად მთავარი გამოწვევა მოსავლის ნაკლებობა და ხალხის ახალ დასახლებებში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ამასთან, სამინისტროსათვის 2009 წლის პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის საშუალების მიცემა წარმოადგენს. გაეროს რამოდენიმე ორგანიზაციამ: ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისმა, ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა და ბავშვთა ფონდმა, ასევე არასამთავრობო როგანიზაციამ „სახლი“ და ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა თავიანთი სამუშაო და 2009 წლის პრიორიტეტები წარადგინეს. განხილვა ასევე შეეხო კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საკითხს იზღუდება თუ არა ეკონომიკური საქმიანობა ამ მიდამოებში. მთავარ პრობლემებად ინფორმაციის ნაკლებობა და იურიდიული და რეგისტრაციის პროცესის ნელი ტემპით მიმდინარეობა გამოიკვეთა.

მეორე ნაწილი ადამიანის უფლებებს - სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეთმო: მთავარი მომხსენებლები იყვნენ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი, გაეროს ქალთა განვითარების ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ჰიუმან რაიტს ვოჩი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელთაც საქართველოში მათ საქმიანობასა და 2009 წლის გეგმებზე ისაუბრეს. საერთაშორისო ადამიანის უფლებების კონვენციის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად კონსოლიდაცია და მთავრობის დახმარება პერიოდული ანგარიშების მომზადებაში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის პრიორიტეტებია. ზოგიერთმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ რადგან მათ არ გააჩნიათ სადამკვირვებლო მანდატი, მათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე უწევთ დაყრდნობა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კარგი პოზიცია უკავია, მაგრამ წარმოიშვა თხოვნა მისიის საქმიანობაზე უფრო მეტი დეტალების მიღების შესახებ. გაეროს ქალთა განვითარების ფონდი კონცენტრირებას ქალთა ქსელის ტრეინინგსა და ინფორმირებაზე აკეთებს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მილიტარიზაცია მზარდი პრობლემაა და ადამიანის უფლებების დამცველთა რეგიონალური (კავკასიის) ქსელის შექმნა და მედია მონიტორინგი კონფლიქტის პირობებში მიმდინარე წლის მთავარი საკითხები იქნება. ჰიუმან რაიტს ვოჩი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირების, დაბრუნებული ოჯახების და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოაშკარავების საკითხებზე იმუშავებენ. საუბარი ასევე შეეხო სხვა თემებსაც, მათ შორის იყო საუბარში სიძულვილის გამოხატვის არსებული მაგალითები, სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს დახმარების სხვადასხვა ფორმები.

სემინარის მესამე ნაწილი დიდ დონორებს დაეთმო: მთავარი მომხსენებლები ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტო და ევროკომისია იყვნენ. ორივე ორგანიზაციამ წარადგინა საქართველოსათვის გაწეული დახმარების დეტალები და აღნიშნა შემდგომი თანამშრომლობის საჭიროების შესახებ. მათ ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში უფრო რთულია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, მაშინ როდესაც აფხაზეთში არსებობს მიმდინარე პროექტები. ასევე საერთო შთაბეჭდილებით, აუცილებელია გრძელვადიანი მიდგომა მოკლევადიანი ძალისხმევების სანაცვლოდ. ამასთან, გამოიკვეთა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წვდომის აშკარა სირთულეები. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს შემდეგ მრავალი ახალი პრობლემა წარმოიშვა, არსებობს ბევრი ახალი შესაძლებლობა, მეტი დაფინანსება, დისკუსია და უფრო დიდი აღიარება იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც ძველი დევნილები იმყოფებიან. ასევე აღინიშნა, რომ მცირე ზომის დასახლებებზე ორიენტირებული პატარა პროექტები მეტად წარმატებული იყო; მნიშვნელოვანია პროექტები, სადაც დაფინანსება დამოკიდებულია ადამიანის უფლებების კუთხით განხორციელებულ პროგრესზე, ისევე როგორც მთავრობის ანგარიშვალდებულებაზე.

საბოლოო ნაწილი სწრაფი ეფექტის მქონე პროექტებსა და ნდობის აღდგენის ზომებზე პლენარულ განხილვას წარმოადგენდა: ნდობის აღდგენისათვის ახალი მიდგომების მოსაძებნად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მისი სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში, კატალიზატორისა და შუამავლის როლი შეუძლია შეასრულოს. მოცემული სესიის მიზანი სწრაფი ეფექტის მქონე პროექტების განხორციელების შესაძლებლობების ძიება იყო, რათა პირველ რიგში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზონებში, ხოლო პოლიტიკური და უსაფრთხოების სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ
ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე, დაუყოვნებლივ მოხდეს კონკრეტულად იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება და ნდობის აღდგენის შესაძლებლობების განსაზღვრა.

საერთო შეფასებით სემინარი მეტად პოზიტიური იყო. კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშების წარდგენა 2009 წელს გასაუმჯობესებელ წამყვან საკითხებად გამოიკვეთა.

EUMM Presentation Ministry of Internal Affairs Presentation UNICEF representative
UNHCR European Comission DHOM


“ადამინის უფლებათა დაცვის პროგრამებთან დაკავშირებული სემინარის” მისასალმებელი სიტყვა
ჟილ ჟანვიე, ევროვავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანლის მოადგილე - 15 იანვარი 2009