EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/10/2022 00:10:15
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/780/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირი და რუსეთი კონფლიქტის მოგვარების მექანიზმის თაობაზე მოლაპარაკებას მართავენ

15.01.2009
16 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ჟილ ჟანვიე, რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ტარასოვს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ინფორმაციის მინისტრს, ირინა გაგლოევას შეხვდა. შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ერგნეთში, გაიმართა.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა პერევში არსებული მდგომარეობა იყო. პოლკოვნიკმა ტარასოვმა განაცხადა, რომ სოფლის შესასვლელში არსებული რუსული საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა, რუსეთმა 2008 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მოცემული საგუშაგო მოხსნა და შესაბამისად დაეთანხმა, იმას რომ სოფელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი პროტესტის პირობებში, რუსი ჯარისკაცები პერევის საგუშაგოზე სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციამ დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ დაჟინებით მოითხოვა პერევთან არსებული რუსული საგუშაგოს მოხსნა, რათა მოხდეს აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება.

რუსულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული სპეციალური დანიშნულების ძალების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი აზრით, ეს დაძაბულობის ზრდას იწვევს, რაც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს დაპირისპირებაში.

პოლკოვნიკმა ტარასოვმა ინტერესი გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შეთავაზებული კონფლიქტის მოგვარების მექანიზმის თაობაზე. მოცემული მექანიზმის მიზანი ყველა მხარეს შორის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტებზე ინფორმაციის რეგულარული გაცვლაა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისი დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთში შეშვება კვლავ დაჟინებით მოითხოვა.