EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
09/10/2024 06:10:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/789/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკომისარი ფერერო-ვალდნერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

20.01.2009
20 იანვარს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ბენიტა ფერერო-ვალდნერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. ეს ევროკომისარის პირველი ვიზიტი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც თითქმის ოთხი თვის წინ გამოიგზავნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, ევროკომისარს მისიის მანდატზე, სტრუქტურასა და პირველი თვეების მიღწევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შაბათ-კვირას მომხდარი სერიოზული ინციდენტების მიუხედავად, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში უსაფრთხოების სიტუაცია მოსალოდნელზე უკეთესია. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არ არის სტაბილური. სიტუაციის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტების აღკვეთის მექანიზმის შესახებ გააკეთა შეთავაზება, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას შეუწყობს ხელს. ევროკომისარმა ფერერო-ვალდნერმა ხაზი გაუსვა ასეთი მექანიზმის არსებობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების დროს, იგი როგროც საქართველოს ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან თავადაც მოითხოვს ამ მექანიზმის ამოქმედებას.

ელჩმა ჰაბერმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც კონფლიქტის მხარეებს თანაბარ ვალდებულებებს აკისრებს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, დე ფაქტო ფორმით, ასიმეტრიული გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ექვს-პუნქტიან შეთანხმებაში, როგორც რუსეთი ასევე საქართველო დაეთანხმა ჯარების შეიარაღებულ დაპირისპირებამდე დაკავებულ პოზიციებზე დაბრუნებას, რუსეთი ახლა აცხადებს, რომ მისი ძალების ორ სეპარატისტულ რეგიონში ყოფნის საფუძველი შეიცვალა და რუსეთს არ დაუბრუნებია ჯარები ძველ პოზიციებზე.

ელჩმა ჰაბერმა ქალბატონ ფერერო-ვალდნერს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოუყენებლობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ევროკავშირი რუსეთს ქართული მხარის მიერ ამ პრინციპის პატივისცემის გარანტირებას დაპირდა. უფრო მეტი გამჭვირვალობისათვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფომებლად მოლაპარაკებას აწარმოებს.
მისიის სათაო ოფისის დატოვებამდე, ევროკომისარმა ფერერო-ვალდნერმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა შეაქო და ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელი მისიას სრულად უჭერს მხარს.