EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 21:11:27
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/987/?page=13&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახალ დამკვირვებლებს ესალმება

06.02.2009
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დამკვირვებელთა დადგენილი წესით ჩანაცვლების პროცესის შედეგად, ევროკავშირის სადმკვირვებლო მისია ცვლილებებს განიცდიდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისმა 68 ახალი დამკვირვებლიდან 61-სათვის სამი გაცნობითი ტრეინინგის სესია ჩაატარა. მიმდინარე წლის 1 თებერვლისათვის, ოთხივე რეგიონალურ ოფისს, ჯამში 250 დამკვირვებელი ჰყავს რეგიონში განთავსებული.

ტრენინგი და გაცნობითი პროგრამა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მიერ 3, 4 და 5 თებერვალს მოეწყო, რაშიც სათაო ოფისიდან ათმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. ისინი სხვადასხვა სფეროში მუშაობენ და მათი უმეტესობა მისიის დაწებიდან ჩართულია მის საქმიანობაში. დღის განრიგი მოიცავდა მისიის მანდატსა და სტრუქტურასთან დაკავშირებულ სემინარს, მოკლე მონახაზს საქართველოში არსებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ინფორმაციასა და ანგარიშების წარდგენაზე, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ადმინისტრირებასთან, ფინანსებთან და პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებს, ისევე როგორც ინტერნეტის და ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტრენინგის ხელმძღვანელები სამივე რეგიონალურ ოსიფში - თბილისის რეგიონალური ოფისი მცხეთაში, ხაშურის რეგიონალური ოფისი (სადაც ტრეინინგი გორის რეგიონალური ოფისის ოთხმა ახალმა დამკვირვებელმაც გაიარა) და ზუგდიდის რეგიონალური ოფისი - მეტად თბილად მიიღეს.

აუდიტორიის განწყობა თითოეულ რეგიონალურ ოფისში მნიშვნელოვან ენთუზიაზმს, ინტერესს და არსებულ დროსთან შედარებით უფრო აქტიური მონაწილეობის გაცილებით დიდ სურვილს ასახავდა, რაც შეკითხვების დასმაში, შთაბეჭდილებების გაზიარებასა და კომენტარებში გამოიხატა. ამასთან, გამოყოფილი დრო მეტად მცირე იყო, რის შედეგადაც ინსტრუქტორებმა სინანული გამოთქვეს, რომ გარკვეული საკითხების უფრო სიღრმისეულად განხილვა ვერ მოხერხდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უაღრესად კმაყოფილია, რომ საშუალება აქვს ისარგებლოს იმ მაღალკვალიფიციური, მეტად გამოცდილი და ენთუზიაზმით აღსავსე ჯგუფის სამსახურით, რომელსაც ახალი დაკვირვებლები წარმოადგენენ და ინსტრუქტორები პატივად და პრივილეგიად მიიჩნევენ მათ საქართველოში, მისიაში და ტრეინინგ-სესიებზე მიღებას.

შესაბამისი რეგიონალური ოფისებიდან ტრეინინგს შემდეგი რაოდენობის დამკვირვებლები დაესწრნენ:
თბილისის რეგიონალური ოფისი მცხეთაში - 26 ახალი დამკვირვებელი
ხაშურის რეგიონალური ოფისი - 7 ახალი დამკვირვებელი
გორის რეგიონალური ოფისი - 4 ახალი დამკვირვებელი
ზუგდიდის რეგიონალური ოფისი - 24 ახალი დამკვირვებელი (და მისიის 5 „ძველი“ წევრი)

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალი შემადგენლობა სამი რეგიონალური ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელსაც მოიცავდა. მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღინიშნოს, რომ რეგიონალური ოფისის სამივე ახალი ხელმძღვანელი ტრეინინგს სრულად დაესწრო. რეგიონალური ოფისების ახალი სტრუქტურა და მრავალეროვანი სადამკვირვებლო ჯგუფების შესაქმნელად ეროვნული კონტიგენტების შერევა, მისიაში მონიტორინგის, დაკვირვების, ანალიზისა და ანგარიშების წარდგენის გამოწვევებისადმი ახალი და დინამიური მიდგომის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი მისიის საფუძველს წარმოადგენს.

საჭირო იქნება დრო რათა ვნახოთ რამდენად წარმატებული იყო ტრეინინგი. თუმცა, საერთო განწყობა, როგორც დამკვირვებლებს ასევე ინსტრუქტორებს შორის პოზიტიურია. ახლა კი დამკვირვებლების მიერ ახალი დავალებების შესრულების დაწყებასთან ერთად ქმედების ჟამი დგება.




გაცნობითი ტრენინგი ხაშურის რეგიონალურ ოფისში

გაცნობითი ტრენინგი თბილისის რეგიონალურ ოფისში

გაცნობითი ტრენინგი ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში