EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/09/2017 21:09:40
ბეჭდვა | დახურვა
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - უნიკალური შესაძლებლობა ჟურნალისტებისთვის

გამარჯვებული ჟურნალისტი მიიღებს სტიპენდიას და  ერთი თვით გაემგზავრება ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში, კავკასიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

რა არის მშვიდობის ჟურნალისტიკა?
ეთიკური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება, რომელიც სცდება მოვლენათა მარტივი ბიოპოლარული ინტერპრეტირების ფარგლებს და მტრულად განწყობილ მხარეთა ვიწრო შეხედულებებს. ასეთი ჟურნალისტიკა ხელს უწყობს კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?
პროფესიონალ ჟურნალისტებს, რედაქტორებს, ბლოგერებს, ონლაინ გამოცემებს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლიათ 2017 წლის 1 ნოემბრამდე წარადგინონ ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აფხაზურ ან ოსურ ენებზე მომზადებული ბეჭდური ან აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები - გამოქვეყნებული 2016 წლის 19 ნოემბრიდან 2017 წლის 1 31ოქტომბრამდე პერიოდში.

რა უნდა გააკეთო მონაწილეობის მისაღებად?
წარმოადგინე ჟურნალისტური ნაშრომი 2017 წლის 1 ნოემბრამდე. შეფასებისას ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს: ბალანსი, ნეიტრალურობა, თემასთან შესატყვისობა, მედიის საშუალებით მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობა, კონფლიქტის გაშუქებისას ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.

 მეტი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: http://www.euprizejournalism.ge/